უკრაინა საქართველოს „ბუკის“ სისტემების დაბრუნებას სთხოვს

არის თუ არა უკრაინული მხარის მორიგი განცხადება საქართველოს ომში ჩართვის მცდელობა. ვინ როგორ გაიგო ჩვენს ქვეყანაში უკრაინის დროებითი რწმუნებულის გზავნილები, რომელიც მედიაში გამოქვეყნდა. ანდრეი კასიანოვი, საქართველოს „ბუკის“ სისტემის დაბრუნებას სთხოვს, რომელიც 2008 წლის ომის დროს მიიღო ქვეყანამ. გარდა ამისა, წერილში კასიანოვი აღნიშნავს, რომ უკრაინის მოთხოვნა მოიცავდა აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გადაცემულ „ჯაველინის“ ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით, მისი თქმით, იყო არა მხოლოდ შტატებთან შეთანხმება, არამედ მათ ჰქონდათ ახალი კომპლექსებით ჩანაცვლების შეთავაზებაც. ამის ფონზე უკრაინული მხარე კვლავ უარყოფს ნებისმიერ ბრალდებას რუსეთის ფედერაციასთან ომში საქართველოს ჩათრევის მცდელობაზე.

კასიანოვის ამ განცხადებას პოლიტიკური სპექტრის შეფასებები მოჰყვა.