საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უკრაინის ნაკრებთან მატჩამდე ბოლო ვარჯიში გამართა – პოზნანის სტადიონზე საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ორი ტურის შემდეგ, ერთა ლიგის B1 ჯგუფში „ჯვაროსნები“ ექვსი ქულით უდანაკარგოდ ლიდერობენ. უკრაინა კი უქულოდ ბოლო ადგილზეა. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა და ჩვენი გუნდის მცველმა, ოთარ კაკაბაძემ კი პრესკონფერენციაზე მედიის კითხვებს უპასუხეს.
უკრაინა-საქართველოს მატჩი პოზნანის სტადიონზე დღეს თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.