უკრაინა-საქართველო პირველ არხზე

12:30, 17.11.2026

საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას უკრაინის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში გაიმართება. გუშინ ნაკრებმა მატჩის მასპინძელ სტადიონზე ივარჯიშა, საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე კი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ და ნაკრების კაპიტანმა, ოთარ კაკაბაძემ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართეს.

უკრაინა-საქართველოს დაპირისპირება თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება, მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მსგავსი