მსოფლიო ყურადღება და მოლოდინი სტამბოლისაკენაა მიმართული. მოახერხებენ თუ არა რუსეთი და უკრაინა შეთანხმებას ამჯერად. დელეგაციების გაფართოებული შემადგენლობით შეხვედრა უკვე ერთი საათია მიმდინარეობს. დისკუსია დოლმაბაჰჩეს სასახლეში იმართება. სწრაფ პროგრესს ელოდება რუსული მხარე დღევანდელ აუდიენციაზე. პარალელურად, თურქეთის პრეზიდენტი მზადყოფნას გამოთქვამს ორგანიზება გაუწიოს ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის პირისპირ შეხვედრას.
ლევან ახალაია მიმდინარე შეხვედრის დეტალებს გაგვაცნობს.