უკრაინა-ევროკავშირის სამიტი და მოლოდინი

ხვალ ევროკავშირი-უკრაინის სამიტი გაიმართება.

უკრაინის დედაქალაქში იმყოფებიან ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონდ ერ ლაიენი, საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი, ჟოზეფ ბორელი და კიდევ 15 ევროკომისარი. კიევში მოლოდინი აქვთ, რომ მიიღებენ მთავარ გზავნილს უკრაინის ევროკავშირში სწრაფად გაწევრიანების თაობაზე, თუმცა როგორც ევროპელი დიპლომატები აცხადებენ, ამ პროცესს მნიშვნელოვანი დრო დასჭირდება, რადგან საკითხზე ევროკავშირის წევრებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა. „ბიბისის“ ცნობით, ამის გამო ევროკავშირი-უკრაინის სამიტის კომუნიკეს პროექტში ცვლილებებიც კი შევიდა, რადგან ზოგიერთი ქვეყანა, – მათ შორის საფრანგეთი, გერმანია და იტალია – შიშობს, რომ ზედმეტად ოპტიმისტურმა ტონმა შესაძლოა უკრაინაში ცრუ მოლოდინი გააჩინოს.