უკრაინა ახალი პრეზიდენტის ასარჩევად ემზადება. დღეს ქვეყანაში დუმილის დღეა გამოცხადებული. შესაბამისად, არცერთი პოლიტიკური განცხადება არ გაკეთებულა. ქვეყნის პრეზიდენტობისთვის 39 კანდიდატი იბრძვის. მათ შორის გამოკვეთილი ლიდერები არიან მსახიობი და შოუმენი ვლადიმირ ზელენსკი, უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო.
რა ვითარებაა ამ დროისთვის კიევში და რა მოლოდინები აქვთ უკრაინელებს – ლიკა ალელიშვილი მოგვიყვება დეტალებს კიევიდან.