უხვმა ნალექმა ლანჩხუთის სოფლებში პრობლემები შექმნა

უხვმა ნალექმა ლანჩხუთის სოფლებში პრობლემები შექმნა. განსაკუთრებით რთული ვითარებაა ჩოჩხათში. რამდენიმე ადგილას გზა წყალმა წაიღო. სოფელ წიაღობაში მეწყერის გამო მოძრაობა შეუძლებელი იყო, თუმცა გზა ამ დროისთვის გაწმენდილია.

მოსახლეობა ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.

სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს შესაბამისი სამსახურები ითვლიან.