კონგრესმენების – ჯო უილსონისა და სტივ კოენის მიერ შემუშავებული კანონპროექტი აშშ-ის კონგრესის საკანონმდებლო მაცნეში დარეგისტრირდა. საკანონმდებლო პაკეტი საგარეო საქმეთა და იურიდიულ კომიტეტებს განსახილველად უკვე გადაეგზავნა. „ქართული კოშმარის არაღიარების აქტის“ სახელით ცნობილი კანონპროექტი კრძალავს ბიძინა ივანიშვილის ან მისი ლიდერობით მოქმედი საქართველოს ნებისმიერი მთავრობის აღიარებას შეერთებული შტატების მხრიდან.
კონგრესმენებს ინიციატივას უწონებენ ოპოზიციაში, სადაც ფიქრობენ, რომ დაყენებული მოთხოვნების შესასრულებლად, სამოქალაქო პროტესტთან ერთად, საგარეო ზეწოლაც მნიშვნელოვანია. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ იმასაც, რომ მკაცრი რიტორიკა და გადაწყვეტილებები „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი ქმედებების შესაბამისად სამართლიანად მიიღო.
მმართველ გუნდში კი კონგრესმენების ქმედებებში ლობისტურ ინტერესებს ხედავენ და ურთიერთობების გადატვირთვას 20 იანვრის, ანუ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ ელოდებიან.
ნათია ქენქაძე დეტალებით.