უილსონის მიმართვა - გამოხმაურება პოლიტიკურ სპექტრში

ოპოზიციასა და ევროპარლამენტარების შემდეგ, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს წერილით მიმართა ამერიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა. ის მოუწოდებს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, ამ ეტაპზე უარი თქვას თბილისში ვიზიტზე.

კონგრესმენმა უილსონმა, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არალეგიტიმურად მიიჩნევს, სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა კაუმასთვის გაგზავნილი წერილი. რესპუბლიკელი კონგრესმენის განცხადებით, გადასახადების გადამხდელი ამერიკელების ფული არ უნდა იყოს გამოყენებული „არალეგიტიმური მთავრობის“ აღიარებისთვის.