უგულავას ფოთში მერობის კანდიდატად დარეგისტრირება შეეძლება

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ გიგი უგულავას არჩევნებზე რეგისტრაციისთვის აუცილებელი დოკუმენტი გაუგზავნა. საუბარია ცნობაზე, რომელიც ადასტურებს, რომ მოქალაქეს არ აქვს შეზღუდული თანამდებობის დაკავების უფლება.

შეგახსენებთ, უგულავა ოთხი ოპოზიციური პარტიის ფოთის მერობის ერთიანი კანდიდატია. კანდიდატების რეგისტრაციის ვადა ხვალ, 18:00 საათზე იწურება.

დატოვე კომენტარი