უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე ხუთი პირი დააკავეს

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე ხუთი პირი დააკავა. ისინი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს, გურიის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლები არიან.

ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

დანაშაული ოთხ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.