რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა. მიზანი მოსახლეობაში პრევენციული მედიცინის პოპულარიზაცია, დაავადებების ადრეული გამოვლენა და ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა. აქციის ფარგლებში მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ უფასოდ ჩაეტარებინათ სკრინინგული კვლევები ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, სწორი ნაწლავისა და პროსტატის კიბოს, ასევე B და C ჰეპატიტებისა და ჰიპერტენზიის მიმართულებით. პარალელურად, რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს სპეციალისტებმა ზრდასრულ პაციენტებს კარდიოლოგის, ნეიროქირურგისა და გინეკოლოგის უფასო კონსულტაციები გაუწიეს, ასევე ჩატარდა სხვადასხვა დიაგნოსტიკური კვლევა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბავშვთა ჯანმრთელობას. სამედიცინო აქციას ჯანდაცვის მინისტრი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დაესწრნენ.