უდაბნოპითეკი

13:28, 16.12.2024

დავითგარეჯის უდაბნოს მაიმუნი ყველაზე გვიანდელია დღემდე ცნობილ დრიოპითეკებს შორის. ის ჩვენთან ერთი მილიონი წლით მეტ ხანს შემორჩა, რის მიზეზადაც კავკასიის ბუნების მრავალფეროვნება შეგვიძლია მივიჩნიოთ. კერძოდ, აქ არსებული საკვები რესურსების სიმრავლე და მრავალფეროვნება (განსაკუთრებით ხის ნაყოფები), უდაბნოს ძუძუმწოვართა ფაუნის შემადგენლობა და ნაპოვნი ხეების ნაშთები, ასევე როგორც, ჰომინოიდის კბილების თხელი ემალი, საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ უდაბნოპითეკის ეპოქაში, გარეჯის მიდამოებში ღია სივრცეებთან ერთად ტყის უბნებიც უნდა ყოფილიყო გავრცელებული, სადაც უდაბნოპითეკთან ერთად ჰიპარიონები, აფთრები, მარტორქები, ჟირაფები და ანტილოპები ბინადრობენ. შესაბამისად, დავითგარეჯის 8,5 მილიონი წლის წინანდელი ლანდშაფტი სრულიად განსხვავდებოდა დღეს იქ არსებული უდაბნოსაგან.

 

ექსპონატით მოყოლილი საქართველოს ისტორია

მსგავსი