უცნობი გალაკტიონი „მოამბის“ ობიექტივში
პირველად „მოამბის“ მაყურებლისთვის, გალაკტიონ ტაბიძის ხელნაწერები და ჩანახატები, რომლებიც არასდროს გამოქვეყნებულა. უნიკალური არქივი იმ პერიოდს განეკუთვნება, როდესაც მომავალი პოეტი ქუთაისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. პოეტის სიყმაწვილისდროინდელი საგანძური ტაბიძის მემკვიდრეების ოჯახში ინახებოდა და სამეცნიერო წრეებისთვის ხელმისაწვდომი არ იყო. იშვიათი მასალები მწერალთა სახლმა შეიძინა და ამჟამად ის უკვე ლიტერატურის მუზეუმის ფონდშია დაცული.
ფიქრები ლიტერატურაზე, პირველი პოეტური რითმები, კალენდარზე მინაწერები, ყოფითი დეტალები თუ პერსონალური მოსაზრებები – 32 ფურცელი საქართველოს პოეზიის მეფის ბიოგრაფიის ჯერ კიდევ უცნობ ცხოვრებას ინახავს.
გენო ოსიყმაშვილისა და ვაჟა მაქარაშვილის რეპორტაჟში.