უცნობი ფოტოკოლექცია ხელოვნების სასახლეში

ცნობილი გერმანელი მოგზაურის სრული ფოტოკოლექცია, ავტორმა საქართველოს ხელოვნების სასახლეს გადასცა.

ერნერ რუდიგერის მიერ, მე-20 საუკუნის 70-80-იან წლებში, საქართველოში, ტაო-კლარჯეთსა და ჩრდილოეთ კავკასიაში გადაღებული 300-ზე მეტი ფოტო და ნეგატივი  ქართველთა ეთნოგრაფიას, ქართული ისტორიული ძეგლების მდგომარეობასა და ქალაქების არქიტექტურას ასახავს.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით, კოლექცია ციფრულ მატარებლებზე გადაიტანეს.

ხელოვნების სასახლე  მალე კოლექციის  გამოფენას აპირებს.  გეგმაშია ორენოვანი ფერადი კატალოგის გამოცემაც.