უცხოური დაფინანსების შესახებ კანონპროექტი სლოვენიაში – შეფასებები თბილისში

12:11, 17.11.2026

თბილისში შეფასებების თემაა სლოვენიაში, დაჩქარებული წესით ინიცირებული კანონპროექტი, რომლითაც არჩევნებისა და რეფერენდუმის კამპანიის ორგანიზება აეკრძალებათ იმ იურიდიულ პირებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საზღვარგარეთიდან, მათ შორის ევროკომისიის გრანტებიდან, რაიმე სახის დაფინანსება აქვთ მიღებული. ასევე, ცვლილებების თანახმად კანონში შემოდის „მესამე პირის“ ცნება — სუბიექტის, რომელიც დამოუკიდებლად აწარმოებს ფასიან აგიტაციას. მათ კენჭისყრამდე 30 დღით ადრე რეგისტრაცია და სავალდებულო აუდიტი დაევალებათ, ხარჯები 10 000 ევრომდე შეეზღუდებათ, მედიაში უფასო რეკლამით სარგებლობა კი აეკრძალებათ. კანონპროექტის ავტორების, მათ შორის პრემიერ-მინისტრ განმარტებით, ცვლილება საარჩევნო პროცესში უცხოურ არაპირდაპირ გავლენას აღკვეთს. საპასუხოდ, ადგილობრივი სამოქალაქო სექტორი და ევროპარლამენტის ოთხი პოლიტიკური ჯგუფი ინიციატივას აპროტესტებენ და ევროკომისიას რეაგირებისკენ მოუწოდებენ. სლოვენიაში მიმდინარე პროცესებს თბილისშიც გამოეხმაურნენ — მმართველ გუნდში „გამჭვირვალობის კანონს” იხსენებენ და დასავლეთს ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებენ.

მსგავსი