უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის განხილვა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ პროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

ცვლილებები კომიტეტის თავმჯდომარემ წარადგინა. არჩილ გორდულაძემ განმარტა, რომ მათ მიერ წარდგენილია აშშ-ში მოქმედი FARA-ს პირდაპირი თარგმანი. მისი თქმით, ცვლილებების მიზანია, საქართველოს ეროვნული ინტერესების გაძლიერება და ქვეყანაში შემოსული თანხების კონტროლი. გორდულაძე აცხადებს, რომ ცვლილებები მკაცრია, თუმცა გამოწვევების წინაშე ეფექტური იქნება.