უჩა ნანუაშვილის განცხადება

რუსი „პრანკერების“ მიერ „ტელეგრამ“ არხებზე გავრცელებულ ვიდეოს საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა უჩა ნანუაშვილი.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დამფუძნებლისა და ყოფილი სახალხო დამცველის განმარტებით, საუბრის ჩანაწერი დამახინჯებული სახით გავრცელდა. მისი თქმით, ჩანაწერის ის ნაწილი, სადაც არაფორმალურ შეიარაღებულ დაჯგუფებაზე საუბრობს, დამონტაჟებულია. მისივე თქმით, საუბარში ის საქართველოში აქციების დროს ხელისუფლების მიერ შექმნილ დაჯგუფებაზე საუბრობდა. ნანუაშვილის თქმით, რუსული მედიის მიერ გავრცელებული ჩანაწერის მიზანი არასამთავრობო სექტორის იმიჯის დაზიანებაა.