უბილეთოდ მგზავრობაზე ჯარიმა იზრდება

თბილისში დღეიდან მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთოდ მგზავრობაზე ჯარიმა იზრდება.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესული ცვლილების თანახმად, ჯარიმა 5 ლარის ნაცვლად 20 ლარი გახდა. ამასთან, დღეიდან მგზავრები ვალდებული არიან, ბილეთი მგზავრობის დასაწყისიდანვე შეიძინონ.

ჯარიმის 30 დღის განმავლობაში გადაუხდელობის შემთხვევაში, მოქალაქეს საურავი ეკისრება.

განხორციელებული ცვლილებით, მისი ოდენობა 50-ლარიდან 40-ლარამდე შემცირდა.