უბედური შემთხვევები მშენებლობებზე – შეხვედრები სექტორთან 

21:38, 23.09.2026

შრომითი უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა პრობლემად რჩება.

განსაკუთრებით მძიმე სურათია სამშენებლო ობიექტებზე – რამდენჯერმე გამკაცრებული კანონით გათვალისწინებული რეგულაციები და ნორმები სამშენებლო კომპანიების ნაწილის მხრიდან მაინც ირღვევა. ძირითადად საუბარია სამშენებლო სამუშაოების პროცესში ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით აღჭურვაზე და დამცავი ბარიერების მოწყობაზე. დარღვევების გახშირება სტატისტიკაზეც აისახება. მარტო ივლისში მომხდარი უბედური შემთხვევების დროს ორი ადამიანი დაიღუპა. შრომის ინსპექცია სამშენებლო კომპანიებთან ახლა დამატებით შეხვედრებს მართავს. მოთხოვნაა პრევენციული ზომების გამკაცრება და კანონით დადგენილი სტანდარტების დაცვა.

მსგავსი