უბედური შემთხვევა ვარკეთილში

ვარკეთილში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, 59 წლის ქალი გარდაიცვალა. ის საცხობში მუშაობდა და გარდაცვლილიც სწორედ იქ იპოვეს. ცხედარი სამხარაულის ექპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული. სწორედ ექპერტიზის დასრულების შემდეგ, გაირკვევა, რა გახდა ქალბატონის გარდაცვალების მიზეზი.

რაც შეეხება „ვარკეთილგაზის“ პოზიციას, კომპანიაში აცხადებენ, რომ ობიექტზე არანაირი ტექნიკური ხარვეზი არ ყოფილა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია.

დატოვე კომენტარი