ამ წუთებში თბილისში, „მეტროსადგურ უნივერსიტეტში“ სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ხელი ჰკრეს, რის შემდეგაც მამაკაცი ლიანდაგში ჩავარდა და დაიღუპა, მომხდარის გამო, თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მოძრაობა შეფერხებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებია.