უამინდობა ევროპაში 

ევროპა „კიარას“ ებრძვის.

რამდენიმე ქვეყანას ძლიერი ქარიშხალი დაატყდა თავს. არის მსხვერპლი. პოლონეთის სამთო-სათხილამურო კურორტზე ორი ადამიანი დაიღუპა. ძლიერმა ქარმა წააქცია ხეები და  სახურავები ახადა სახლებს, შედეგად ათეულობით ადამიანი დაშავდა. შტორმმა შეაფერხა სარკინიგზო და საჰაერო მიმოსვლა. გაუქმებულია ასობით ავიარეისი და გადადებულია რამდენიმე საფეხბურთო მატჩი.