უამინდობა და შეზღუდვები გზებზე

15:40, 15.02.2020

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის, გომი-ზესტაფონის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ასევე, სპეციალური შეზღუდვებია დაწესებული მათხოჯი-ხიდი-გორდი-კინჩხას გზაზეც.

ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ტრანსპორტის გადაადგილება კი თავისუფალია. მოძრაობა უკვე თავისუფალია ძეზილი-ლენტეხის მონაკვეთზე.

 

მსგავსი