U21 საქართველო-ჩრდილოეთ ირლანდიის მატჩი პირველ არხზე

12:29, 09.09.2025

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან ევროპის ჩემპიონატის ახალი შესარჩევი ციკლის პირველ მატჩს გამართავს. რამაზ სვანაძის გუნდი საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფურ ეტაპზე – ჩრდილოეთ ირლანდიის, მალტის, ლატვიის, საბერძნეთის და გერმანიის 21-წლამდე ნაკრებების წინააღმდეგ იასპარეზებს. მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ ორჯერ ითამაშა. სვანაძის მიზანი ამჯერადაც წარმატებული გუნდის ჩამოყალიბებაა. საქართველო-ჩრდილოეთ ირლანდიის მატჩს ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონიდან, 20:00 საათიდან პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მსგავსი