ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სასკოლო კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქუთაისში, პარლამენტის შენობაში, ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის ფინალური ტური და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

სკოლის მოსწავლეებმა გარემოსდაცვით თემაზე ვიდეომიმართვები და მთელი წლის განმავლობაში მათ მიერ მომზადებული „მწვანე ინიციატივების“ შესახებ პრეზენტაციები წარადგინეს.

ფინალში მონაწილე 29 საჯარო სკოლიდან სამი გამარჯვებული გამოვლინდა. ფინალში მონაწილე მოსწავლეებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

დაჯილდოების ცერემონიას, მოწვეულ სტუმრებთან ერთად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ესწრებოდნენ.