ტყის მართვის ერთობლივი კომისიის შეხვედრა

საქართველოს საპატრიარქოში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის, თანამშრომლობის ფარგლებში შექმნილი ტყის მართვის ერთობლივი კომისიის შეხვედრა გაიმართა. განიხილეს ეკლესია-მონასტერთა მიმდებარე ტყის ფართობების დაცვისა და მართვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები. შეხვედრაზე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები ტყის ეკოსისტემების დაცვისა და მდგრადი მართვის მიმართულებით.

ტყის მართვის ერთობლივი კომისია, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის თანამშრომლობის ფარგლებში მოქმედებს და მისი მიზანია, ტყის რესურსების პასუხისმგებლიანი და მდგრადი მართვის ხელშეწყობა.