ტყიბულში პროტესტი გრძელდება

ტყიბულში პროტესტი გრძელდება.

მეშახტეები დღეს მერიის შენობასთან იყვნენ შეკრებილი და „საქნახშირისგან“ კუთვნილი ხელფასის დროულად დარიცხვას ითხოვდნენ. 25 მეშახტე ამ დრომდე მინდელისა და ძიძიგურის შახტებში რჩება და მოთხოვნების შესრულებამდე ამოსვლას არ აპირებს.

„საქნახშირის“ გენერალური დირექტორის განცხადებით, ტყიბულელი მეშახტეებისთვის ხელფასის გაცემა, სავარაუდოდ, პარასკევიდან იქნება შესაძლებელი.