არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე დაპირისპირებულ ოპოზიციას ერთიანობისკენ ამჯერად „ლელოს“ ლიდერი მოუწოდებს.
მამუკა ხაზარაძე წერილს საპატიმროდან ავრცელებს და ბარიერგადალახულ ყველა პარტიას ურთიერთკრიტიკის ნაცვლად, არჩევნებში მონაწილეობას ურჩევს. ხელისუფლების ცვლილებისკენ მიმავალ გზას ხაზარაძე სწორედ პოლიტიკური ძალების გაერთიანებაში ხედავს. თუმცა ასე არ ფიქრობს წერილის ადრესატთა ნაწილი. ბოიკოტის რეჟიმში მყოფი რვა პარტიიდან პოზიციას არც ბარიერგადალახული პარტიები ცვლიან. „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ახლებში“ „ლელოს“ გადაწყვეტილებას ისევ მოქმედ ხელისუფლებასთან თანამშრომლობად განიხილავენ. თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით მკაფიოდ დაფიქსირებული პოზიციის გამო, თვეებია კრიტიკის სამიზნეა გიორგი გახარიას პარტიაც. ექს-პრემიერის გადაწყვეტილებას მოწინააღმდეგეები პარტიის შიგნითაც გამოუჩნდნენ.