თვითმმართველობის არჩევნები - ურთიერთბრალდებები ოპოზიციაში

ერთიანი ფრონტის ნაცვლად, ურთიერთბრალდებები, საერთო სტრატეგიის მაგივრად კი დაყოფილი პოზიციები – თვითმმართველობის არჩევნებამდე სამ თვეზე ნაკლები რჩება, ოპოზიციაში კი დაპირისპირება მწვავდება. „ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“ საარჩევნო კამპანიას იწყებენ, ამ გადაწყვეტილებას კი კვლავ მწვავედ აკრიტიკებს „ნაციონალური მოძრაობა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“, სადაც დღის წესრიგში ბოიკოტი, ქუჩის პროტესტი და ხელისუფლების არალეგიტიმურად გამოცხადება რჩება.

პარალელურად, ისევ მსჯელობის საგანია ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნაც. ნაწილი ლოტოტრონებით ან მობილური აპლიკაციებით კენჭისყრას განიხილავს, ნაწილი კი პროცესში საერთაშორისო ადმინისტრაციის ჩართვას ითხოვს. სწორედ ამ იდეას ემხრობა სალომე ზურაბიშვილიც.

ოპოზიციის ქმედებებს კრიტიკულად უყურებს ხელისუფლება. „ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ ოპონენტების ნაბიჯებს გარედან მართული ძალები განაპირობებენ.

ლიზი ჩიმჩიური დეტალებით.