„დარწმუნებული ვართ, ჩვენი თანამოქალაქეები ხვალ გააკეთებენ ისეთ არჩევანს, რომელიც ჩვენი ქალაქებისა და სოფლების წინსვლასა და განვითარებას ყველაზე უკეთ უზრუნველყოფს“ – აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. ასევე, მისი თქმით, საარჩევნო პროცესი იყო კონკურენტული და თვისებრივად თავისუფალი, როგორც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისგან, ისე მუქარისგან, ზეწოლისგან და ძალადობისგან.
ირაკლი კობახიძე, მოუწოდებს თითოეულ მოქალაქეს, გამოავლინოს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ხმა მისცეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.