თვითმმართველობის არჩევნები და პარტიების გეგმები

12:13, 05.08.2025
არჩევნებამდე ორი თვე რჩება და ჯერ ისევ უცნობია, ვინ იქნება „ლელო – ძლიერი საქართველოს“ და გიორგი გახარიას პოლიტიკური პარტიის მერობის საერთო კანდიდატი. პარტიებში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს კანდიდატების შერჩევის პროცესი, ასევე მათი თქმით, მაჟორიტარების წარდგენის ვადა 4 სექტემბრამდე აქვთ და ამ ვადას მაქსიმალურად გამოიყენებენ. პარტია „გახარია – საქართველოში“ ადასტურებენ, რომ განსახილველ კანდიდატთა შორის ერთ-ერთი მათი პარტიის წევრი გიორგი შარაშიძეა. ასევე სავარაუდო კანდიდატად დასახელდება ალეკო ელისაშვილიც.
ოპოზიციური პარტიების მეორე ნაწილი კი არჩევნებში მონაწილეობის ნაცვლად, მძლავრი პროტესტისთვის ემზადება. რაც შეეხება მმართველ პარტიას, „ქართულმა ოცნებამ“ მერობის კანდიდატად მესამე ვადით კვლავ კახა კალაძე წარადგინა, დედაქალაქის მაჟორიტარობის კანდიდატებს კი უახლოეს დღეებში წარადგენს.

მსგავსი