მამუკა ხაზარაძის წერილი საპატიმროდან და პასუხი ოპოზიციის ნაწილის მხრიდან.
„ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერი სოციალურ ქსელში წერს, რომ ოპოზიციური პარტიების რიგი წარმომადგენლები, „ლელოს“ წინააღმდეგ იბრძვიან და ბულინგის კამპანიას აწარმოებენ. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ოპოზიციურმა სპექტრმა გააერთიანოს ძალები თბილისსა და სხვა ქალაქებში ბრძოლის გასამართად. მამუკა ხაზარაძე ხაზს უსვამს, რომ ვერანაირი მსგავსი ზეწოლა, კამპანია მათ გადაწყვეტილებაზე ვერ იმოქმედებს და მათი მიზანი კვლავაც იყო და არის პოლიტიკური სისტემის და რეჟიმის შეცვლა. ამ ეტაპზე არჩევნებში მონაწილეობა გაცხადებული აქვს გიორგი გახარიას პარტიას. არჩევნებში მონაწილეობის იდეას არ ეთანხმება რვა ოპოზიციური პარტია, რომლებმაც არჩევნებში მონაწილეობაზე უარი წერილობითაც დაადასტურეს.