თვითმმართველობების დაფინანსება იცვლება

2019 წლის ბიუჯეტის პროექტი უკვე პარლამენტშია.

მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიხედვით, მომავალ წელს თვითმმართველობების დაფინანსებაში ცვლილება იგეგმება. კერძოდ, უქმდება ე.წ. გათანაბრებითი ტრანსფერი, რაც იმას ნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტები საშემოსავლო გადასახადის ნაწილსაც აღარ მიიღებენ. ამის ნაცვლად ადგილობრივ ბიუჯეტში დაფინანსება დამატებული ღირებულების გადასახადისგან მიიმართება.

სანდრო ჯუფალაკიანი არკვევდა, როგორ გადანაწილდა საბიუჯეტო თანხები თვითმმართველ ქალაქებზე.