თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის სხდომა

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ, ეროვნული ასამბლეის რიგით მერვე სხდომა გამართა. სხდომის ფარგლებში ასოციაციის წევრებმა პრეზიდენტი, აღმასრულებელი საბჭოსა და სარევიზიო კომისიის წევრები აირჩიეს. ასოციაციის ეროვნულმა ასამბლეამ პრეზიდენტად, ოთხი წლის ვადით კახა კალაძე აირჩია. აღმასრულებელი საბჭო, თითოეული რეგიონიდან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან 2-2 წევრით, თბილისიდან კი 3 წევრით დაკომპლექტდა. ღონისძიებაზე ასოციაციის ახალი წესდება დამტკიცდა, რომელიც ორგანიზაციის საქმიანობისა და მართვის სტრუქტურის განახლებას ითვალისწინებს.