თუშიშვილი და ლიპარტელიანი ფინალში იასპარეზებენ
თუშიშვილი და ლიპარტელიანი ფინალში იასპარეზებენ. მინსკის ევროპულ თამაშებზე წარმატებით ასპარეზობას განაგრძობენ ქართველი ძიუდოისტები. დღეს სპორტის ამ დისციპლინაში დასკვნითი დღე მიმდინარეობს. ოქროს მედლისთვის ბრძოლას ორი ქართველი ძიუდოისტი აგრძელებს.
მძიმე წონით კატეგორიაში გურამ თუშიშვილი ოქროს მედლისთვის რუს ინალ ტასოევს დაუპირისპირდება, ხოლო 100კგ-ში მოჭიდავე ვარლამ ლიპარტელიანი რუსეთის წარმომადგენელს, არმან ადამიანს შეხვდება.
დღეს კიდევ ერთი ქართველი ბექა ღვინიაშვილი მეოთხედფინალურ ეტაპზე დამარცხდა და მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა.
ფინალურ ბლოკს პირდაპირ ეთერში საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.