სოფელ ომალოში, „თუშეთობა 2025“ გაიმართა. სახალხო დღესასწაული ტრადიციულად დოღით დაიწყო. ასევე გაიმართა ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების, ინდივიდუალური შემსრულებლებისა და დები ზვიადაურების კონცერტი. მოეწყო თექისა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა. ასევე, სტუმრებისთვის ტრადიციული თუშური კერძების დეგუსტაცია ჩატარდა. ღონისძიებაზე ახმეტის მერმა თუშეთის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები დააჯილდოვა.