თურქული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნა – სამძებრო სამუშაოები
რა გახდა თურქული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი – ამ კითხვაზე პასუხი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფმა უნდა გასცეს, რომელიც ქართული მხარისა და თურქი კოლეგების ჩართულობით შეიქმნა.
უკვე ნაპოვნია შავი ყუთიც, რაც ავიაკატასტროფის მიზეზების დადგენაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. საქართველოს საზღვრიდან ხუთ კილომეტრში, C-130-ის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი ოცივე ადამიანი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით ნაპოვნია ცხრამეტი მათგანის ცხედარი, ერთ დაღუპულს კი მაშველები ამ დრომდე ეძებენ. იმის გათვალისწინებით, რომ ხომალდის ნამსხვრევები რამდენიმე კილომეტრის რადიუსზეა მიმოფანტული, სამაშველო ოპერციაში ჩართულია ორი ვერტმფრენიც. ადგილზე მიმდინარე საგამოძიებო და სამაშველო ოპერაციას პირადად ხელმძღვანელობენ საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის უწყებების პირველი პირები. ქართულ მხარეს მაქსიმალური დახმარებისა და თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოღანი.
ავიაკატასტროფის ადგილზე მეორე დღეა შალვა სუმბაძე მუშაობს, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში გვიერთდება.