თურქული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნა
სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით ხუთ კილომეტრში, თურქული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელიც პირველადი ინფორმაციით, ასრულებდა რეისს აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ავიაკატასტროფაზე განცხადებები გაავრცელეს საქაერონავიგაციამ და თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ. ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და აზერბაიჯანის პრემიერს შორის თურქული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ, უკვე შედგა საუბარი.