თურქული ლირა დოლართან მიმართებით რეკორდულად გაუფასურდა

რეკორდულად დაეცა თურქეთის ეროვნული ვალუტის კურსი.

ერთი აშშ დოლარი 14 ლირა ღირს. წლის დასაწყისიდან თურქული ვალუტის ღირებულება დოლართან მიმართებაში 45 %-ით არის გაუფასურებული. სავალუტო რყევების ფონზე ქვეყანაში ინფლაციის მაჩვენებელი 20 %-ს აღწევს. ლირის გაუფასურება იმ დროს ხდება, როდესაც თურქეთის ხელისუფლებამ მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებას მხარი კიდევ ერთხელ დაუჭირა, რასაც ეკონომისტების ნაწილის ნეგატიური რეაქციები მოჰყვა. ოპოზიცია ხელისუფლებას მონეტარული პოლიტიკის შეცვლისკენ მოუწოდებს.