თურქი სპეციალისტები ქართველ ინსტრუქტორებს გადაამზადებენ

გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში თურქი სპეციალისტები ქართველ ინსტრუქტორებს გადაამზადებენ. აღნიშნული  თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს, TIKA-ს მხარდაჭერით  ხდება. პროექტის ფარგლებში, თურქულმა მხარემ გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრს, მაშველებისთვის ეკიპირება, სპეციალური ფორმები და ინდივიდუალური უსაფრთხოების საშუალებები გადასცა. სწავლების პროცესი დღეს დაიწყო, მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს და 8 აგვისტომდე გაგრძელდება.

ორგანიზაცია უკვე 30 წელია, ჩვენი ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში, სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს ერთობლივ პროექტებს ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან თანამშრომლობით არა ერთი პროექტი განხორციელდა საქართველოს ვეტერანების მხარდასაჭერად