თურქეთში ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ხვალ უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების თანხლებით ჩატარდება. მთელი ქვეყნის მასშტაბით მობილიზებულია 40 ათასამდე პოლიციელი, ვერტმფრენები და კატარღები. სტამბოლის ქუჩებში გამოყვანილია წყლის ჭავლისა და პოლიციის ჯავშანმანქანებიც.
არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, საპრეზიდენტო კანდიდატები მოსახლეობის მობილიზებას ცდილობენ.
გივი ბარამიძე სტამბოლიდან.