თურქეთში ავარიის შედეგად დაშავებული საქართველოს მოქალაქეები მკურნალობას განაგრძობენ

ტრაპიზონში ავარიის შედეგად  დაშავებული საქართველოს მოქალაქეები მკურნალობას განაგრძობენ. ცოლ-ქმარი, საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მესამე მოქალაქე კი მუნიციპალურ საავადმყოფოშია და დღეს მას პალატაში გადაიყვანენ. მისი მდგომარეობა სტაბილურია. ტრაპიზონში დღეს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე ჩავა და დაშავებულებს მოინახულებს.

ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. საჩივრისა და პრეტენზიების არარსებობის გამო, მძღოლი გათავისუფლებულია. 17 მოქალაქე კი სარეზერვო მიკროავტობუსით უკვე დაბრუნდა საქართველოში.