თურქეთისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი პირველ არხზე
ხვალ საქართველოს საფეხბურთო ეროვნულ ნაკრებს კიდევ ერთი საპასუხისმგებლო თამაში ელოდება.
„ჯვაროსნები“ მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეოთხე მატჩს თურქეთთან გამართავენ. ხვალინდელი მატჩის მოგება ჯგუფიდან გასასვლელად და ფლეიოფში მოსახვედრად აუცილებელია. წინა სამი შეხვედრიდან საქართველოს ერთი მოგება და ორი წაგება აქვს და ამ დროისთვის სამ ქულას ფლობს. თამაში თურქეთის ქალაქ ქოჯაილში გაიმართება და მას ტრადიციულად პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. საქართველოს ნაკრები თურქეთში თითქმის სრული შემადგენლობითაა წარმოდგენილი.
„მოამბე“ თურქეთიდან – ნინო გაბელია გვეტყვის, როგორ მიმდინარეობს მზადება შეხვედრისთვის.