თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფატმა სერენ იაზგანი იქნება

თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფატმა სერენ იაზგანი იქნება – ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს თურქეთის საელჩოში დაუდასტურეს.

ფატმა სერენ იაზგანი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოებისა და ანალიტიკური დეპარტამენტის გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა. ის საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუს შეცვლის, რომელსაც უფლებამოსილების ვადა ეწურება და საქართველოს 16 ნოემბერს დატოვებს.

ფატმა სერენ იაზგანი თურქეთის ელჩის თანამდებობაზე სამწლიანი ვადით დაინიშნება.