თურქეთის რესპუბლიკად გამოცხადების 102 წელი

21:43, 29.10.2025

102 წელი თურქეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადებიდან – საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის საელჩოში ოფიციალური მიღება გაიმართა.

ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სტუმრებს საქართველოში თურქეთის ელჩმა და პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართეს. სიტყვით გამოსვლებში აქცენტირებული იყო ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობებისა და რეგიონული მშვიდობის მნიშვნელობა.

მსგავსი