თურქეთის პრეზიდენტმა ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ჰიტლერს, სტალინსა და მუსოლინის შეადარა. რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ამბობს: „ნეთანიაჰუ და მისი ადმინისტრაცია ღაზაში მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებით თავიანთ სახელებს ისტორიის ფურცლებზე ჰიტლერის, მუსოლინისა და სტალინის გვერდით წერენ“. თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთი „ჰამასს“ ტერორისტულ ორგანიზაციად არ აღიარებს.