თურქეთის პრეზიდენტი აზერბაიჯანში ჩავიდა

რეჯეფ თაიფ ერდოღანი პირველი სახელმწიფო ლიდერია, რომელიც მთიან ყარაბაღში ვიზიტით ჩავიდა.

თურქეთის პრეზიდენტმა ის ქალაქები მოინახულა, რომლებზეც თითქმის 30 წლის შემდეგ კონტროლი ოფიციალურმა ბაქომ დაიბრუნა. ქალაქ შუშაში აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამოკავშირეო ურთიერთობების ახალი დეკლარაციაც გაფორმდა. ორი ქვეყანა თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადის. ერდოღანის ვიზიტი სომხეთის მწვავე გამოხმაურების ფონზე მიმდინარეობს.