თურქეთის პრეზიდენტი აშშ-ს ელჩის წინააღმდეგ

აშშ-სა და თურქეთს შორის დაპირისპირების ახალი ფაზა.

თურქეთში ამერიკის ელჩი ერდოღანის მწვავე კრიტიკის სამიზნე ხდება. ეს მას შედეგ, რაც დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი მაისში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების წინ მოქმედი პრეზიდენტის მთავარ კონკურენტ ოპოზიციონერ კანდიდატს შეხვდა. თურქეთის პირველმა პირმა ამერიკის ელჩისთვის მისი კარი დახურულად გამოაცხადა. შეფასებები და ტონი საკმაოდ მკაცრი იყო. ეს აშშ-ის ელჩის მისამართით ოფიციალური ანკარის მხრიდან პირველი კრიტიკა არ არის.