თურქეთი-საქართველოს დაპირისპირება პირველ არხზე

18:03, 14.10.2025

საქართველოს ეროვნული ნაკრები თურქეთის ეროვნულ გუნდს, ქოჯაელში დაუპირისპირდება. შეხვედრა პრინციპულია, რადგან დღეს გამარჯვების შემთხვევაში, ვილი სანიოლის გაწვრთნილი ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის შანსს შეინარჩუნებს. ჩვენს გუნდს ჯგუფში 3 ქულა აქვს და მეორე ადგილოსან თურქეთს 3 ქულით ჩამორჩება. მატჩი, ჩვენი დროით, 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. ტრადიციულად, პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ..

მსგავსი